კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 05:24

 

 

 

მე ვიძინებდი ძალიან ადრე

ვცხოვრობდი დაბლა,

ძალიან დაბლა,

სახლებზე დაბლა,

ხეებზე დაბლა,

ვხედავდი მხოლოდ გამვლელის ფეხებს...


მე ვიძინებდი ძალიან ადრე,

საღამოობით,

როცა მნათობი ძლივს აშუქებდა ოთახის კედლებს

და გაღიმებულ თვალთა კილოებს...


მე ვიძინებდი ძალიან ადრე

და იყო სიზმრად თეთრი ხეებიც,

თეთრი ღრუბლებიც და ბეღურებიც,

და ვარდისფერი კაბის ბურუსიც,

პატარა მხრებზე დაყრილი თმებიც...


და მე ვიყავი ძალიან მაღლა,

სახლებზე მაღლა,

ხეებზე მაღლა,

იქ, სადღაც მაღლა, ღრუბლებზე ზევით...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ