კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 14 დეკემბერი 2025 21:29

 

 

 

ჭრიალებს ბორნის ჭაპანი,

ტალღა კლდეს ებუღრავება...

შენ უკვე გახდი ზღაპარი,

აქ რომ გიყვარდა ღრეობა.


...ჭრიალებს ბორნის ჭაპანი,

მაგრამ აღარ ჩანს ბორანი!

ვის ვკითხო ტალღათ ჩქაფანში,

ძველი დროების დორანი?


ჭაპნის ნაწყვეტი გდია-ღა

ყრია კედლების გორანი,

საძებარია დიაღაც,

ხვალ ყველა ნამოგონარი.


...აღარ ჩანს ზვირთის კიაფიც,

აღარც კლდეს ებუღრავება;

აქ, მერმისს გავა გვირაბი,

დაიწყეს ღაბურღავება.


...მაგრამ ლაჟვარდებს გადადის

შენი ბრწყინვალე ბორანი...

მტრედებს აუშვებ... გვიღიმი.

უკვდავთა ნაამბორალი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი ლეონიძე  • • •   გიორგი ლეონიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ