კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:54
Advertisement

 

 

 

- ნეტა, ე წყალნ თავქვ რად მიდიანავ,

- ჩვენაც ჩავუყვებით წყალსავითა,

მოდი, აეს ყანწიც გადამისვი,

არაყათ კიდევაც ამავიტან.


- დადეგ! უკვე ცისპირ შამაგვემტვრა,

კლოვ გავუგონთდებით, არახელა.

ეს თქვა,წეკვა ჩუმად გაახვია,

ბოლ სულში ეცა და ჩაახველა.


- მახსონს, ერთხან როსამ გადავლოთდი,

დიაცმ, აღარ შასვავ დამაფიცა,

ეხლა აღარვინ მყავ დამფიცები,

აი ზენ აყრავა კუთვნილ მიწა.


მერე ხელ ჭიქისკე გააცოცა,

- ესივ შაუნდნასავ შამამბრუნავს,

იმდენ მინახავო ცხოვრებაში,

ამ გულს, ვეღარავინ გამიკურნავს.


- მგონი, ამ წელს დიდ თოვლ გვემუქრების,

უკვე ჩამოთეთრდა მთების წვერებ.

სოფელს ორ კინკილა შავსჩენიორთ,

აბა შვილ-ზლებს აქ რა გააჩერებს.


უკვე, ჩვენ-ჩვენ დრო-ჟამ გადავძოვეთ,

თმასაც გაერია თოვლისფერა,

აღარც სიკვდილ-ოხერ აღარ მადის,

ნეტა ღმერთმ როდისად დაგვიწერა.


ისხდნენ, ღამეს მხრებზე ილეწავდნენ,

ცეცხლზე შეჰყინვოდათ ორთავ მზერა

და არც გაუგიათ ფიქრში წასულთ,

მზე როდისღა ამოემთისწვერათ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen