კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:47
Advertisement

 

 

ქალავ, გიხდება ქამარი,

ვერცხლის ზიდები წელზედა,

ისე მშვენივრად დაიდიხარ,

ვით წყაროს წყალი ქვებზედა.

ნეტავიმც ერთად შეგვყარა,

ხელი მოგხვიო წელზედა.


ყოფნა არ მიღირს უშენოდ,

რად არ მამყვები მთაშია,

ბუნების მეჯლისს გაჩვენებ

ყვავილს ჩაგიწნავ თმაშია,

ღმერთი იწამე ნუ დგები

ქალავ ჩემ ცოდვა-ბრალშია.


წადი თუ წამავალი ხარ

დამწუნელი ვარ ლოდინის,

მოდი თუ მომავალი ხარ

დაიწვას შენი ლოდინი,

თუ ამაღამაც არ მახვალ,

მიწამ დაგიგოს ლოგინი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen