კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:57
Advertisement

 

 

 

შემოდგომა აშუქებს ჩემს უგუნებობას,

ბებერ მასხარას აღვიძებს ჩემში.

მე არც იმდენად წმინდანი ვარ -

ანგელოზებს გავეფარფატო,

და არც იმდენად ცოდვილი ვარ -

ბნელ ორმოში თავჩაყოფილს

ცხელი კუპრი მიწვავდეს თვალებს.

თუმცა ხიფათი

ჩემი ნაკვალევის სურნელია,

ასე ტკბილად რომ მასულელებს,

თავის ნატიფ ტალღებზე მხვეწავს

და მაცეკვებს უფსკრულის პირას.

შემოდგომის პირველ საღამოს

სარკეში ვცდილობ

საკუთარი თავის დამალვას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen