კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:28
Advertisement

სიცოცხლე მთების გადაღმა მიქრის,

თვალი ყოველის ნახვას ინელებს,

ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი,

აღმოსავლეთით ველი სიბერეს.


მოვა და თეთრად თმებს შემიღებავს,

როცა ცხოვრებით დაღლილ ვიქნები,

მოვლენ, მომთხოვენ პასუხისგებას

ლექსები - ჩემი ყრმობის ფიქრები.


ვიტყვი მე: იმ დროს ვიყავი ბეცი

და გულში მქონდა პატარა სევდა,

უნაზეს თვალებს ვერ გავექეცი

და სიყვარული ფეხდაფეხ მდევდა.


რა ვუყოთ მერე, დრომ ასე იცის,

ერთხელ ლექსებშიც მოვა ანთება,

ახალგაზრდობა დაიწყებს სიცილს,

კაცს სიყვარული დაემართება.


სიცოცხლე მთების გადაღმა მიქრის,

თვალი ყოველის ნახვას ინელებს,

ვდგავარ და მზეთა ამოსვლას ვითვლი,

აღმოსავლეთით ველი სიბერეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen