კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:49
Advertisement

 

 

 

დღეთა მრავალთა,

გარდასულთა და მომავალთა -

ვეხმაურები და... სული შფოთავს...

გარდავევლები ღრუბელივით

თავზე მრავალ მთას

და მერე ხევში ჩავიქცევი

და ღრიალს მოვრთავ...

მდინარედ წავალ...

თქარათქურით ჩავივლი ხევებს,

მზით განათებულ მინდორში გავალ...

ფესვებში სისხლად ჩავუდგები

მოთენთილ ხეებს

და შუადღისას განვაგრილებ

მხურვალე ჰავას...

ბაღებში შევალ სიხარულით -

არხებში ვირბენ,

შემწედ ვექმნები ყამირის ყანებს...

...ფიქრთ გასართველად

ჩემთან მოვა საღამოს ვინმე

და საუბარში გავათენებთ

მთვარიან ღამეს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ძნელაძე  • • •   გივი ძნელაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen