კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 19:07
Advertisement

 

 

 

მიკვირს, განგებამ ჩვენი გზები როგორ გაყარა,

ვერ გამიგია, რად მოხურე გულის კარები,

ან ასე ძლიერ შენი თავი რამ შემაყვარა,

თუკი საერთოდ სიახლოვეს არ მეკარები.


როცა გირეკავ არასოდეს ნუთუ შინ არ ხარ?!

მუდამ დაგეძებ და არ ვიცი თუ სად გიპოვო,

მინდა აგიხსნა თავზე მეტად როგორ მიყვარხარ,

მე თანაგრძნობა ამით შენი, რომ მოვიპოვო.


სიყვარულია, ამდენ ლექსებს რომ მაწერინებს,

მისი შეგრძნებაც ჩემთვის უკვე სიყვარულია,

ხალხშიც უეცრად სიყვარული მომაწყენინებს,

მარტო ყოფნასაც რომ მანდომებს სიყვარულია.


სიყვარულია, შენს დანახვას სულ რომ მოველი,

სიყვარულია, რომ ლოდინმა აზრი დაბინდა,

სიყვარულია, გაფიქრებაც შენზე ყოველი,

სიყვარულია რომ არავინ მეტი არ მინდა.


სიყვარულია ჩვენს შორისაც, ვიცი და მე შენ,

ვერც შეგხვდებოდი ვერასოდეს ამის გარეშე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen