კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:51
Advertisement

 

 

 

შეიცვალა ქვეყანა

ხალხი მიამიტია

ის რაც ყველგან ეყარა

ეხლა დეფიციტია

ბევრი გამონაძირლდა

ბევრი ენა დაგრძელდა

ყველაფერი გაძვირდა

და საშოვნად გაძნელდა

ფული მუდამ არ გყოფნის

ვეღარ ვუდებთ რასაც ზღვარს

საკითხს ყოფნა არ ყოფნის

მისი ქონა განსაზღვრავს

და მუშაობს გონება

შედეგებიც ითვლება

რადგან ფულის ქონება

ჭკვიანობად ითვლება

შეინახავ სახლს რითი

რა ღირს საჭმელ საცმელი

ფულს შოულობს თაღლითი

ანდა მკვლელი მძარცველი

თუმც ბევრი მყავს მოწმენი

რომ ძვირია ნავთობი

ფულს შოულობს სპორტსმენი

და მასების გამრთობი

დიდი პიანისტია ეს თუ

დიდი მწერალი

სოტბია და კრისტია

პოეზიის მწვერვალი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen