კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 22 ივნისი 2026 02:28

 

 

 

ცვენა დამჩემდა ბურდღლის

რაც ჩემ განწყობას ერთვის

ჩემი წელია კურდღლის

თან რა თქმა უნდა თეთრის.

ვერაფერს ვხედავ სამორცხვს

გასახსენებელს ამბად

წელსაც მივაღწევ სამოცს

ამ წელიწადში ალბათ.

აღარ გავუშვებ მომენტს

გამოსათქმელად სტროფის

და დავუბრუნებ პოეტს

რეპუტაციას ყოფილს.

ენაც სიმართლეს იტყვის

ცოლად მექცევა ნეკნი

და სადიდებლად სიტყვის

რამე დიდებულს შევქმნი.

არ შემიძლია არ თქმა

რომ შემიმოკლდა დღენი

ამერიკელის რა ვთქვა

ვერ გამიგია ჩვენი.

თუმც წავიწიეთ წინ და

პერიოდი გვაქვს ზღვრული

ევროპელობა გვინდა

მაგრამ არ გვყოფნის ფული.

გარდამავალი დროა

წამი წარსულთან შერთვის

გამოვლინების დროა

განსაკუთრებით ჩემთვის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen