კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:45
Advertisement

 

 

 

კიდევ კარგი რომ არა ვარ მუნჯი

ნორმალური დავიბადე გენით

და რომ ვხედავ ზეცა არის ლურჯი

შემიძლია გამოვხატო ენით.


კიდევ კარგი რომ არა ვარ ყრუ და

როცა ვინმე მწარე სიტყვას მესვრის

რითიც ჩემი გაბრაზება უნდა

ყველაფერი გამოკვეთით მესმის.


კიდევ კარგი რომ არა ვარ შტერი

კარგს ცუდისგან ჯერჯერობით ვარჩევ

და როდესაც გამიღიმებს მტერი

მის ღიმილში სიბოროტეს ვამჩნევ.


კიდევ კარგი რომ არა ვარ ქაჯი

და არავის ვედავები ფართობს

ფულზე ფიქრით საკუთარ თავს არ ვსჯი

და უბრალოდ ლექსის წერა მართობს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen