კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 18:01
Advertisement

 

 

 

გარეთ ვარ, ოთახში კი არა,

ჩეროში ვხელსაქმობ დილიდან

ჩერომ კი -  იარა, იარა,

გზისპირა მესერთან მივიდა


გადაღმით გადწვა შარაზე,

მე ეზოს მზიგულზე დამტოვა,

რას უზამ, ჩაკეტე, ჩარაზე!

ჩრდილებზე ფუჭია დანდობა,


მივდიე, ვიჩოჩე ნელნელა,

გავყურებ მესერის გადაღმა

დახე, სად გამისხლტა მძებნელი.

აბა ზედ მეც ხომ არ გადავალ,


ხელსაქმეს დღეს რაღას მოვრჩები,

ეს ხვატიც აღარა თავდება.

ხე ეზოს მიჩვენებს მორჩილად,

ჩრდილი კი ჰყოლია თავნება...


მგზავრები ზედ ფეხით დადიან,

ან მე რა მტკენია, ანდა მას

გათელონ, ახალი დარდია!

ჯანდაბას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen