კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:17
Advertisement

 

 

 

როგორც წესი, უჩინოა ტალღის ბედი.

მათგან მხოლოდ მეცხრესა აქვს ისტორია!

ამიტომაც მილივლივებს წყნარი ტალღა,

მიტომ  არ სდევს მის მილევას ისტერია.

შიში, შიში,  ბაბაია! დიდი შიში!

დასდევს დიდრონ ტალღებს შიში და მანია.

საშიშეთში მოთარეშე თვითონ მშიშრებს

უმშიშრესი ტალღის შიში აბარიათ.

და არავის არ ადარდებს წყნარი ტალღა,

თუმც თვითონაც არ ეძლევა მისტერიებს...

მეცხრე? მეცხრე  მშვიდ ტალღებზე თავსმომჯდარი,

აცხობს  ცხელ-ცხელ ისტორიულ ისტერიებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen