კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:17
Advertisement

 

 

 

ააწრიალებს სულს უშენობა 

და შემოდგომის ნაზი ფერები, 

ვიცი, ქარვისფერ ღამეს გაათევ 

და სიზმარშიც ვერ მოგეფერები...


ვიცი, ტკივილად გადამექცევი, 

მაგრამ გახედე, ზღვაზე ნისლია... 

ვითვლი უთვალავ დღესა და ღამეს - 

ძველ დარდისათვის ვერ მომიცლია!


უნდა გაიგო, უნდა იწამო, 

რომ არ არსებობს ქვეყნად არავინ 

ბოლომდე მოჰყვეს ძვირფასი კერპი 

გაუკაწრავი, გაუბზარავი...


თქვი, რომ გიშველა ამ ფოთოლცვენამ. 

თქვი, რომ შეიკრა პირი იარამ... 

ეს მე ვიყავი - ზღვის მონატრება - 

შენს სიზმარში რომ გადაიარა.


ეს მე ვიყავი - შორი ნაპირი, 

ცად გაკიდული თეთრი თოლია... 

ხომ ხედავ, შუქი იმ შემოდგომის 

როგორ ფეხდაფეხ გამომყოლია.


და აწრიალებს სულს უშენობა 

მკლავს ნაწვიმარი ზეცის ფერები 

ვიცი, ქარვისფერ ღამით დამთვრალი 

ყველა სიზმარში მე მეფერები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტერენტი გრანელი  • • •   ტერენტი გრანელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen