კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:41
Advertisement

 

 

 

ვიდრე გებუზღუნება,

შენს გზას თვალს არ აცილებს 

და ბავშვური ქცევებით,

ვიდრე ასე გაცინებს.


გაბუტული ტუჩებით, 

ვიდრე ზურგი გაქცია, 

შენ რომ მოგწონს ის კაბა, 

ვიდრე, ისევ აცვია.


კარი თუ გაიხურა, 

ტირილით და გოდებით, 

ესე იგი ხვალ ისევ, 

მასში განმეორდები.


ვიდრე გეძებს, გეძახის, 

ქარია, თუ გრიგალი, 

ჯერ ისევე უყვარხარ, 

ჯერ შენია ის ქალი.


მაგრამ ერთ დღეს თუ ნახე, 

მდუმარედ და ღიმილით, 

ესე იგი გულიდან,

წაუშლიხარ ტკივილით.


ხმაურიან ტელეფონს, 

თუ შეუწყდა ზარები, 

გრძნობით არა, სიცივით,

იღლებიან ქალები.


თუ ბუზღუნი შესწყვიტა, 

არც კითხულობს, თუ ნახავ, 

უნდა მიხვდე ძვირფასო, 

უკვე აღარ უყვარხარ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen