კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:51
Advertisement

 

 

 

დაკარგულის პოვნა მინდა,

რა დავკარგე,

ეს არ ვიცი.

სულ შენს ახლოს ყოფნა მინდა,

როგორ დავრჩე,

ეს არ ვიცი.


წუთისოფლის მოვლა მინდა,

ერთგული ვარ,

გეზს არ ვიცვლი.

საწამლავის შოვნა მინდა, 

როგორ მოვკვდე,

ეს არ ვიცი.


რა ვქნა, რაც რომ ქონება მაქვს

ერთ წვეთ შუქში გადაგიცვლი, -

ამ ქვეყნიდან წასვლა მინდა,

სად წავიდე,

ეს არ ვიცი…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen