კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 21:21
Advertisement

 

 

 

მოდი, მოდი, სადმე მივსხდეთ,

შევაგებოთ ბაგეს–ბაგე,

გამიხსენი მარწყვის ტუჩი,

მეტკბილე და მებადაგე...


რაც გენებოს, რაც გინდოდეს,

ჩამჩურჩულე სანატრელო,

შენებურად მომეფერე,

ცუდო, ცუდო, საძაგელო!


ვინ რა იცის, რა ტკბილია,

როგორ მიყვარს, როგორ მაბნევს...

შენი ერთი შემოხედვა,

ტრფობას როგორ მიორმაგებს...


ან რას ჰქვია იდილია,

ან რა არის სიყვარული,

ჯადოქრების ღიმილია,

თუ გრძნობათა ჟრიამული?


ჰოდა, მოდი, სადმე მივსხდეთ,

შევაგებოთ ბაგეს–ბაგე,

მოდი, მოდი, ჩამჩურჩულე,

მეტკბილე და მებადაგე!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ "Share"
აირჩიეთ "Add to Home Screen"