კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 03 ივნისი 2026 16:08

 

 

 

პატარა გოგო ვიყავი,

პატარა გოგუცანა,

არც კოკა მაკლდა, არც წყარო,

არც სამარგლელი ყანა.


პატარა ბიჭი მიყვარდა,

ეშხით ვნაბავდით თვალებს,

ის იქით დარჩა, მე აქეთ,

ცრემლები ვღვარეთ მწარე.


პატარა ცოლი ვიყავი,

თავს ვევლებოდი კერას,

დავზარდე წვრილი ბარტყები,

ვასწავლე ცაში ფრენა.


ლექსიც მწვავდა და მიყვარდა,

სულს ვანაცვლებდი სტრიქონს;

სიბერე შემომეპარა

და განვლილ გზაზე ვფიქრობ.


პატარა გოგო ვიყავი,

პატარა ბიჭი მიყვარდა,

პატარა დედა ვიყავი,

პატარა ლექსიც მიყვარდა.


და გზის დასარულს მივადექ

ქარში აშლილი თარით,

ერთ ქალად თუკი ვივარგე,

ჯანდაბას ჩემი თავი.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen