კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:53
Advertisement

 

 

 

მე განა გიხმე,

მხოლოდ გინატრე,

შენ ჩემი ბედის ხარ მობინადრე.

ისევ შენ,

ჩემო თვალის სინათლევ,

ისევ შენ,

ორთავ თვალის სინათლევ!


რა კარგი დღე ხარ მზემომფინარი,

სიყრმისა ჩემის დიდო ალაფო,

შენ ისე მავსებ,

როგორც მდინარე

გაზაფხულობით ავსებს კალაპოტს.


შემომეშველე,

როგორც მშველოდი

და მომაშუქე შუქი ნათელი,

შენით, შენ გამო

და უშენობით

გადამხდა ყველა გადასახდელი,


მე განა გიხმე,

მხოლოდ გინატრე,

შენ ჩემი ბედის ხარ მობინადრე.

ისევ შენ,

ჩემო თვალის სინათლევ,

ისევ შენ,

ორთავ თვალის სინათლევ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen