შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს,
ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,
ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს
და ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს,
შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დადაღულს.
მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,
მე ველი სასწაულს.