კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2025 03:54

 

 

 

პაწია გულო, ვინ გაგიმეტა,

გულო მოკლულო და უსალბუნო

დაჭრილ ჩიტივით გულში მიფეთქავ

და სულს გიბერავ რომ მოგაბრუნო.


ასე კვდებიან ალბათ ჩიტები,

ასე ჩუმად და ასე უბრალოდ.

ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები.

როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო?


სიცივითა ხარ გულო მოკლული

და სითბო გიხსნის სულ უმნიშვნელო.

გავხდები ისევ ცოლის ორგული

მკერდში ჩაგისვამ... სხვა რა გიშველო...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ