კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 მარტი 2026 18:40

 

 

 

ვიცი, სულ მალე დავიღუპები.

ღმერთი ამ ამბავს რას გაიკვირვებს.

კუბოში ავდრით გავიწუწები

და სულ არავინ არ დამიტირებს.


მიწას ნიჩბებით გადმომაყრიან,

ხალხი წუწუნით წავა შინისკენ,

ქრისტე ჩემ ახლო დაიწყებს ყიალს

და ზარს დარეკენ სივრცეებისკენ.


ზეცა ზედიზედ ჩამობნელდება

და დაანთებენ სანთლებს საყდართან.

ყურებს სიმღერა გამონელდება,

გულიც ჩაქრება ქარში თანდათან.


ლოდზე იხარებს ავდრების წუმპე,

ჩემი წარწერა ბილწი, უგონო,

მგზავრო, თუ გწამდეს ღმერთი მეუფე,

წადი, შენდობა არ გამაგონო.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ