კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:02

 

 

 

იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა...

და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,

გარშემო ცივი სინათლე კრთოდა

და ივსებოდა სიჩუმით სახლი.

ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს

და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა,

შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს,

გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა.

და შენი ტანი გრძელი და თხელი

მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში,

და შენი ხელი, გამხდარი ხელი,

მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.

გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ