კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 04:15
Advertisement

 

 

 

კმარა, რაცა ვსვი სიმწრის ფიალა!

კმარა, მაცდურო, ტანჯვა ამდენი!

მეყო მონურად თვალ-წარბში ცქერა,

გემუდარები - ჩამომეხსენი!..


შენი ალერსი, ტკბილი სიტყვები,

ჩემთვის შხამია, ჭირი და სენი,

წრფელად ერთმანეთს ვერ შევიყვარებთ,

გთხოვ, დამივიწყე - ჩამომეხსენი!..


მეყო, რაც მჩაგრე, დაბაძაბუნე

და ჩამიმწარე ჭაბუკსა დღენი...

აწ შენც იკმარე... მეც მამყოფინე...

შენ გენაცვალე, ჩამომეხსენი!...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen