კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:00
Advertisement

 

 

 

 იმ დღესაც ჩუმად იდგა კედელი

 და ჩრდილიც ჩუმად იწვა კარებთან

 და სარკე, როგორც ზედამხედველი,

 ჩემს სიმარტოვეს უთვალთვალებდა.


 გაქვავებული წყაროა სარკე:

 ვერ ზიდა გული და აღარ უცემს

 ვერ გაარკვია და აღარ არკვევს

 ჩარჩოში როგორ აღმოჩდა უცებ.


 და უკვე თავის ბედს შეჩვეული,

 ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ ვულკანს

 ყველა ჩაფერფლილ და მოქმედ სხეულს

 დაუფიქრებლად აბრუნებს უკან.


 იმ დღესაც... მაგრამ რა დროს სარკეა,

 მე სიტყვა განგებ გადამაქვს მხოლოდ,

 რომ აბრეშუმის ჭიის პარკივით

 არ გასკდეს გულიც, ბოლოს და ბოლოს


 არ ავიწყდება გულს არაფერი,

 თანაბრად ახსოვს კარგიც და ცუდიც:

 როგორც იდუმალ ცაში აფრენის;

 ისე მიწაზე დაშვების წუთი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen