კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 22:11
Advertisement

 

 

 

უშენოდ დილით

აუშვებენ

გემები აფრებს,

მზე ოქროს მჯიღად

დაადგება

მწვერვალს გოლიათს,

ჩამოშლილ ძეწნას

ნაკადული

გაუმხელს სათქმელს,

უშენოდ ტალღებს

გადასერავს 

თეთრი თოლია.

ცისარტყელებით

გადახაზავს

ცისკარი ზამთარს,

უშენოდ კორდზე 

ია-იაც 

ბევრჯერ მოცლილა,

ქარი ხევებში

უშენოდაც

გაიკვლევს გზაკვალს,

მე კი უშენოდ

ერთი წუთით

ნუ მიცოცხლია.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen