კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 08:39
Advertisement

 

 

 

ორი ისარი თუ ორი ტყვია,

შიგ გულში მომხვდა ისეც ნაღვლიანს,

ერთს სიყვარულის ისარი ჰქვია,

ერთს სიყვარულის შიშს ეძახიან...


ტიალ გულს ერთი სულ შენსკენ სწევდა,

არ გიშორებდა თოფის ნიშნიდან,

ძალას მართმევდა მეორის სევდა,

ფეხის გადმოდგმას შენსკენ მიშლიდა.


შენს აჩრდილს ვერსად ვერ ვიცილებდი,

შენ არ იცოდი ეს საოცრება,

შენ არ გესმოდა ჩემი მცირედიც,

უმარტივესი ჩემი ოცნებაც.


მაინც გელტვოდი სამოთხის ბაღჩას,

გაჩირაღდნებულს სვეტიცხოვლებად...

შენთვის აუხსნელ ქარაგმად დარჩა

ჩემი ლექსი და ჩემი ცხოვრება...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen