კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 10:10
Advertisement

 

 

 

აღარ მწერ წერილს, განშორების იდუმალ ხმაზე, 

აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილ ფოთლიდან ნამი.

დავდივარ, ვწუხვარ... და დღეები მიდიან ასე, 

ჩემი წუხილიც, სიხარულიც, შეგარგოს, ამინ!


აღარ მწერ წერილს, ჩვენი ქუჩის გახდი სტუმარი, 

სადღაც მთა-გორებს მიეფარე საღამოს მზისებრ,

აღარ მწერ წერილს, გამიქარწყლე ყველა გუმანი, 

მაგრამ მე მაინც დაგეძებ და მიყვარხარ ისევ!


აღარ მწერ წერილს, განშორების იდუმალ ხმაზე, 

აორთქლდი, როგორც მზემოხვედრილ ფოთლიდან ნამი.

დავდივარ, ვწუხვარ... და დღეები მიდიან ასე, 

ვარ მოწამლული სიყვარულის საოცარ შხამით.


აღარ მწერ წერილს, აღუკვეთე გზა ჩემკენ ალერსს 

და გული რაღაც უჩვეულო სენად იწურვის, 

დრო საბოლოო განშორების დადგება მალე...

მე არ გაყვედრი არც სიყვარულს და არც სიძულვილს.


აღარ მწერ წერილს, დამივიწყე ალბათ სრულიად, 

სადღაც მთა-გორებს მიეფარე საღამოს მზისებრ,

დღეს ჩვენი გზების მოსაწყენი დასასრულია, 

მაგრამ მე მაინც დაგეძებ და მიყვარხარ ისევ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მინდია არაბული  • • •   მინდია არაბულის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen