კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 05:50
Advertisement

 

 

 

შენს ნაბიჯს ვუსმენ სულგანაბული -

ყვავილებს შორის მოდის მთის წყარო...

შენ ფეხადგმული ხარ გაზაფხული,

გაუქრობელო ჩემო ცისკარო!


მზესაც შეხედავს ღვარძლი უღირსად,

ჩრდილს მოუძებნის კაშკაშა მნათობს...

ნათელი ჩემი სიყვარულისა

შენს ირგვლივ ყველა ჩრდილის კვალს აქრობს.


ხედავ? შურსაც სურს შენს შუქს უცქიროს,

მიტომ გდევს შენთან გავლის მნატვრელი

და ჩემი სულის სიღრმე უძირო,

შენდამი ტრფობით არის ნათელი.


მოდიხარ, თითქო ღამეში გვიან,

ყვავილებს შორის მოდის მთის წყარო.

შენ სანაპიროს ყვავილი გქვია,

გაუქრობელო ჩემო ცისკარო!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გრიგოლ აბაშიძე  • • •   გრიგოლ აბაშიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen