კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:41
Advertisement

პოეტები ერთნაირად

აგვიწერენ სიყვარულსა:

მის სადგურად და ადგილად,

გვიხატავენ მხოლოდ გულსა.


მაშინ როცა სიყვარული,

სამია და სამგვარია

და მათ შორის მეტად დიდი

განსხვავება... საზღვარია!


პირველია გულის ფხანა:

ცეცხლ-მოდებით უყვარს სულსა,

მაგრამ ხშირად გამოაჩენს

საიდუმლოდ დაფარულსა!


ამნაირი სიყვარული

იფეთქებს და მალე ქრება,

და იმასვე თან გაჰყვება

მომხიბლავი ნეტარება!


მეორეა, როცა მხოლოდ

გულს არ უყვარს, უყვარს თავსა!..

არ დაეძებს გარეგნობას

და მშვენიერ სანახავსა!!


შორით უყვარს... წარმოდგენით

და თუ იცნო ხორციელად,

მაშინ თავიც დაივიწყებს...

სიყვარული ჰქრება ხელად.


მესამე კი სულ სხვა არის!

მხოლოდ იგრძნობს მას რჩეული,

თანასწორად როცა შესტრფის,

როგორც თავი, ისე გული.


და ამგვარად შენ მიყვარხარ

თავითაც და გულითაცა!

ყველა შენთვის შემიწირავს:

დაბლა მიწა და მაღლა ცა!


მაგრამ შენ კი არ უჯერი

არც ამ თავს და არც ამ გულსა!

და ჩავიტან სამარეში

მეც - შორეულ სიყვარულსა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen