კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 17:44
Advertisement

 

 

 

- "ჰო" - მეუბნები, თან ამბობ  - არა" -

და დაგთამაშებს ღიმილი პირზე.

ამ ეშმაკობით ბევრ რამეს ფარავ, 

ეს არის შენი ქალური სიბრძნე.


"არაო" - ამბობ მკაცრი ბაგეთი 

"ჰო, შე სულელო" - ამბობ თვალებით, 

მე კი სიმართლეს ვერ მივაგენი, 

ვხსნი ამ ქარაგმებს და ვეწვალები.


ასე სათნო და ასე გოროზი 

ჩემს ბავშვურ სულში რად შემოხვედი? 

როგორც დემონი და ანგელოზი! 

როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen