კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:43
Advertisement

 

 

 

პაწია მოსულელო მთვარე, 

ფერმის გოგოსავით სავსე, 

ბეჩოსკენ აცეცებს თვალებს, 

ამოდის ეცერის თავზე...


კოპიტი იგივე იფანია, 

სვანურად ვეძახით იფს, 

სვიფის კოპიტებს მიჰპარვია 

ჩასცქერის მთოვარე სვიფს.


ჰოი, რა ტკბილი საღამოა 

ამაღამ ეცერის კარად!

რაც იყო, არასდროს აღარ მოვა, 

რაც არის, ჩაივლის ჩქარა.


პაწია მოსულელო მთვარე, 

ფერმის გოგოსავით სავსე, 

ბარშისკენ აცეცებს თვალებს, 

ამოდის ფხოტრერის თვზე.


სამახვშოს მახვშები სხდებიან, 

ჰყვებიან ცხოვრების ჩარხზე, 

ქერზე და კარტოფილზე ჰყვებიან, 

ჯიხვზე და ორნახად რახზე.


ქვემოთ, ცალანართან წისქვილია, 

უეცრად ატყდება სროლა, 

მოუტაცებლად სირცხვილია 

ვაჟკაცის დიაცთან წოლა!


ცალანარს თოფებმა იგრიალეს, 

მხარი დაუჭირეს ლადრერს, 

ფისიმც დასხმიათო ვიბლიანებს, 

ქალის მოტაცება გვკადრეს!


პაწია სულელი მთვარე კი, 

ფერმის გოგოსავით სავსე, 

ბარშისკენ აცეცებს თვალებს და 

ამოდის ფხოტრერის თავზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen