რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?
ვიწვი, მედება ეშხის ალები!
მინდა დაგწყევლო, - ენა არ მომდევს,
ვფიქრობ გეჩხუბო - გული არ მომდევს,
ვამბობ გაგექცე, - ფეხი არ მომდევს!
ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!