კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:42
Advertisement

 

 

 

შენ რომ გგონია ზეცის ბოდვები,

ის ქარი მთისკენ ანაქროლია,

შენს ბედისწერას ვერ გაშორდები, -

არცა თქვა, - "ბედი არა მქონია".


დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,

უდავოდ ენდე, თუ ის გენდობა,

გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,

მკრეხელობაა უიმედობაც.


გაოგნებული მიმზერ ვით ხარი,

ვაჰ, თუ გგონივარ ღმერთი გამრიგე,

- ხომ ვერ გაიგე, რაც მე გითხარი,

და შენ გგონია,

რომ მე გავიგე?

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen