კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:54
Advertisement

 

 

 

იყო ზღაპარი, იქ იყო “პრინცი”

ქალი მძინარი რომ გააღვიძა,

შენც, ალბათ, გახსოვს, ორივემ ვიცით,

ორივეს გვყავდა მოხუცი ძიძა.


ის გვიამბობდა ათას ამბებზე

ათას სახეებს ასხვაფერებდა,

და ღიღინებდა ნაცნობ ჰანგებზე

და დაფრინავდა გული მტრედებად.


ეს იყო მაშინ, იყო სიწყნარე…

მინდორში გლეხი უხმოდ წვალობდა,

უსაქმო ხალხი ძველ აივანზე

წარსული დროის გმირებს ამკობდა.


მყუდრო კუთხეში გაზრდილი სული

უცნობი სევდით დარდობდა სხვაზე

და იშლებოდა ოქროდ დასხმული

გზა ძნებიანი ურმებით სავსე.


შემდეგ მოვიდა ბევრი სხვა რამე,

ბავშვური უპე გადიხსნა სავსე,

იყო ხილული რემბო, მალარმე,

იყო ნაგრძნობი ვინჩი და ვატოოც.


ცხენზე აზიდულ ჩვიდმეტ გაზაფხულს

ზაფხულიც ერთხელ წამოეწია

და ვიქტორიას სიყვარულს ნატრულს

ვნება ვეფხვივით ჩამოეკიდა.


იყო წერილთა დიდი კრებული

(კრებულს ფურცლავდა ბევრი პოეტი),

გაიხსნა ყანწი ფერად სონეტად.


დარიანობით ვინ არ წვალობდა,

(ან ვინ გაიგო მისი ამბავი)

მის ყიჟინაში ჩვენმა ჭაობმა

ბევრი მონახა ასალაგმავი.


ეს ყველაფერი ბევრ დღეებს ითვლის,

გამოხმაური თუმც ისმის დღესაც.

მე ვლაპარაკობ ასე სულ სხვისთვის

სულ სხვა დარდების მსურს მე გამხელა.


თითქოს გათავდა რაც გვწამდა წინათ,

მოგვადგა უცხო სავსე უფლებით

და ტვინს დააწვა საშინელ ტვირთად

სული გაზრდილი მყუდრო კუთხეში.


გულზე დაბმული სისხლის წვეთებად

მწყდება უნაზეს გრძნობით ნატარი

და სულთმობრძავი გვამად ეცემა,

რომ მკვდრეთით აღდგეს ისევ მართალი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen