კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:34

 

 

 

რა ვარ? ვინა ვარ? -

ერთი ფოთოლი

უმშვენიერეს სიცოცხლის ხისა...

დედაბუნებამ ჩამთვალა

ღირსად,

მის მცირე ტოტზე მეცხოვრა

თრთოლვით!


მეც ცას შევხარი,

მეც მზისკენ ვილტვი,

მაქვს ატოტვილი მისკენ

ხელები,

მეც გულში მიზის პატარა

კვირტი, 

მას დავშრიალებ

და ვეფერები...


რა ვარ? ვინა ვარ? -

ფოთოლი ერთი

და პაწაწინა

კვირტის მფლობელი. 

მეც მითქვამს მცირე

სათქმელი ხეთა

და მიმღერია

საგალობელი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ