კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 19:11
Advertisement

 

 

 

პოეზია - ფასადებს,

პოეზია - ვიტრინებს,

რეკლამების ფასადი

ღამეს მიახრიგინებს.


ზღაპრულია ფასადი,

ზღაპრულია ვიტრინა,

ქურქეული ასამდე

წავია თუ თრითინა.


მანეკენებს - ქურქეული.

მანეკენებს - ფარჩეული,

მანეკენებს საჩუქრები,

სულ არჩეულ-დარჩეული.


ცხოვრება ძნელია,

რთულია

ანდა გარედან ჭრელია,

შიგნიდან სადა.


გვიან შევიცანი,

მიმტყუნა გეშმა,

გარედან წმინდანი,

შიგნიდან ეშმა.


პოეზია - თაროზე,

პოეზია - ვიტრინაში,

როგორც ავგაროზი:

- ტირაჟი!

- ტირაჟი!


შეხედავ ძეგლია,

სულ გინდა უყურო,

გარედან ძელქვაა,

შიგნიდან - ფუღურო.


გარედან დევი,

შიგნიდან - ჯუჯა.

გარედან ბევრი,

შიგ - ერთი მუჭა.


აჰა, ქურქიანი ნიამორიც,

მიდი, ნატერფალებს ეამბორე.


ქართველო, იარე

ქართული ანდაზით:

გარეთ ატლასი,

შიგნით ათასი.


გარეთაც სიმართლე,

შიგნითაც სიმართლე,

- ატლასი!

- ატლასი!

- ათასი!

- ათასი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen