დილით ადრე მივდიოდი,
უცნაური რამე ვნახე:
ვირი პორტფელს მიათრევდა,
ჩემივ თვალით დავინახე.
თხა ორფეხზე შემდგარიყო,
მოხსენებას აკეთებდა,
ინდოური ოქმსა სწერდა,
იხვის ჭუკი ამოწმებდა.