კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 01:43

 

 

 

ლამაზი არ არის:

ასი წლის მოხუცი კუნტრუშით გარბოდეს!

ოცი წლის ლიფსიტა ბრძნულად დადიოდეს!

ტყეების პატრონი ნაფოტებს ხარბობდეს!

უნიფხვოს სუნამოს 

სურნელი ასდიოდეს!


ლამაზი არ არის:

მეკობრე მინისტრის ლოჟაში ჯდებოდეს,

გაძარცვულ კლიენტებს ღიმილით უკვდებოდეს!

ყასაბი - დნებოდეს, დღითიდღე ხმებოდეს!

ღმერთო, დაგვიფარე და, 

პოეტი სუქდებოდეს!


ლამაზი არ არის:

დონ ჟუანი საყდრისთვის სცდებოდეს!

ეპისკოპოსი ბორდელში დადიოდეს!

ბარემ ესეც ითქვას, ესეთიც ხდებოდეს, -

სამშობლო ხელთ ეპყრას 

ბობოლას ათიოდეს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ