კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:55
Advertisement

 

მთარგმნელი: მაგალი თოდუა

 

მემთვრალეთ აუგს ნუ იტყვი, მე გთხოვ განდეგილ მამასო,

განა თქვეს შენზე მემთვრალეთ ცოდვა მოვკითხოთ ამასო?


შენ რას დაეძებ, მე რა ვარ, რას სდევ მართალს და მრუდესა.

სუყველა იმას მოიმკის, რაც მას უხნავს და უთესავს.


ყველა გულისსწორს დაეძებს, გული გულს უგებს ბოგასა,

სიყვარული აქვს სალოცად მეჩეთს და სინაგოგასაც.


ჩვენს მომავალზე არ გვითხრა რამ, კეთილის გარდაო;

ანდა რა იცი, რა გველის, თვალთ გაფარია ფარდაო.


რა ვქნა, ვერ გავხდი მორწმუნე, მამაო, ნუ მსდევ ამაოდ.

სამოთხეს არც მე ვეძებდი და არცა ჩემი მამაო.


რომელ სამოთხეს არ მიჯობს, როდესაც გულის სწორები

მდინარის პირას ვქეიფობთ, ჩრდილებს გვიფენენ წნორები.


ჰაფეზ, შენ ღვინო დალიე, უფრო მოიგებ ამითა,

და სამოთხეშიც გნახავენ ხელში საღვინე ჯამითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen