კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 06:55
Advertisement

 

 

 

ამ დღემაც ისე ჩაიარა

უხმოდ, უბრალოდ,

სულში დატოვა ღრმა იარა

გაჰქრა უკვალოდ.

ვერ შეველიე საწუთროზე

დღითი-დღე ჩივილს,

წლები მიდიან ემატება

ტკივილი ტკივილს.

გულში ჩამიქრა სიხარული

გაჰქრა მზის სხივიც,

სულის სიღრმეში

ბინდისფერი ყორანი ყივის.

უფალო მიხსენ,

კვლავ ამინთე გულში სანთელი

და სულს მომფინე

შორეული სივრცის ნათელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen