კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 04:51
Advertisement

 

 

 

ულხინს თუ უმძიმს, -

სულ ერთია! -

ყველა რწმუნდება! -

ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! -

და, - ვინც მიგანა, -

ისევ ჩემთან

მოძუნძულდება!


და ისევ:

არვინ ეყოლება

მას ჩემი ფასი!

და ისევ:

შესვამს სადღეგრძელოს

ის ჩემსას თასით!..

კი, მარა! -

ბნელა?! -

მეც კაცი და

ეს კაციც -

კაცი?!


მე ვინც დამწიხლა! -

მე ვინც მირქინა! -

სულზე ქართულზე, -

დღეს ვინც ქირქილებს!..

ნუ გაიკვირვებ! -

ხვალ ჩემთან ძმობა

მოიწადინოს

კაცმა

იგივემ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen