სახე - საპროფილე, სახლი - საპყრობილე, - დავაკმაყოფილე, დავიკმაყოფილე. მამის აპათია - შვილმა მაპატია, ახლა არაფერი აღარ მაბადია. ხშირად ასეც ხდება: უცებ ასიცხდება, სისხლი გაწყალდება, წყალი გასისხლდება. ძველი პროფილები - უარყოფილები - მოვლენ, ხელმეორედ დავეძმობილები. მოვა ნათესავი - მოკამათესავით - რუსთაველივით და - არა დანტესავით. |