კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:58
Advertisement

 

 

 

ნეტავ, სად არის ახლა,

როგორ მენატრება, როგორ -

ჩემი დანისლული სახლი,

წვიმის მოყვარული გოგო.


მზედ რომ მინათებდა, ჩაქრა,

მწუხრი მეფინება ღამის,

როგორ მენატრება, რა ვქნა -

გზებზე ჩაბერტყილი ნამი.


რატომ მელანდება ხშირად,

მალბობს ყაყაჩოთა ცრემლი,

მზეში განბანილი დილა -

ვიწყებ გახსენებას ძველის...


მივდევ გადაბრეცილ შარას,

მიმაქვს დაბზარული ზურგი,

ახლა მარტო ვარ და ქარი

ქრის და არა მტოვებს გულგრილს.


ვირჩევ გახუნებულ ფერებს,

ძველი სახეები ვხატო,

უნდა გავიხსენო მერე -

როგორ მწყურიხარ და გნატრობ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen