კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 05:05
Advertisement

 

 

 

სად ამოსულხარ ნერგი კეთილი,

მალე გექცევა რტონი შოლტებად,

მტვერში მიყრილი და მიხვეტილი,

ფოთოლი შენი სად აბოლდება.

ფესვმა კლანჭები სად უნდა გაყოს,

ასე ეძებენ ბედს უბედონი...

წვენი მიწისა ხომ უნდა გეყოს,

რა საზრდოს მოგცემს ღორღი, ბეტონი...

ასე მგონია, დაგტოვეს მძევლად,

მზე მოდგაფუნობს, შენგან ნახმობი...

რაც ჩაითესე მოგყვება წყევლა:

იყავ დღემოკლე, ძირგასახმობი.

ჯობდა მოლივით ხბოს მოეძოვე,

გიმზერ და მტკივა ძარღვები კისრის...

მოგთხრის მეხანძრე ან მეეზოვე,

შობის ხესავით ნაგავში გისვრის.

საბრალოვ, ფუძეს არჩიე სხვენი...

ჩაჭიდებული წარღვნის კიდობანს,

რად გამახსენე სიცოცხლე ჩვენი -

უზარმაზარი შემთხვევითობა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen