კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 21:10
Advertisement

 

 

 

ლექსი უყვარს,

წიგნი უყვარს -

იმ ბანოვანს,

ამ ბანოვანს...

მაგრამ წიგნი,

ბატონებო,

პოეტების აბანოა.


შენ რითმების კიდობანი

მომაშველე,

აბა ნოე,

და ხელდახელ გამოვაცხობთ

ტომებს

ანუ აბანოებს.


მაცხოვარი შეგვეწევა

და მუზებიც გვიშველიან

აბანოში

რაღა გვინდა,

როცა

მეფე შიშველია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen