კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:50
Advertisement

 

 

 

ქალავ, მოგტაცებ დედ-მამას,

გადაგატარებ ქარებსა,

მაგ გრძელის თმებით შაგიშრობ,

მაგ მოტირალე თვალებსა.


ლეგა საღარით წაგიყვან,

ჩემს საოცნებო მხარესა,

კლდეთა რიგს გადაგატარებ,

ჩანჩქერთა მოელვარესა.


მიუვალ ციხეს აგიგებ,

არ დაუტანებ კარებსა,

მაგ შენი ნაწნავის ჩრდილშია,

დაიმალვოდა მთვარეცა.


ვაჟო, ეგ შენი ქადილი,

ავდარს ვერ გაადარებდა,

ეს ჩემი გული ტიალი,

შენს გულსამც გაახარებდა.


ციდან ეწვიმა ყოილსა,

მთიდან ექროლათ ქარებსა,

ნაკადულებსაც ემღერათ,

შმაგებსა, ბობოქარებსა.


ეფრინათ ბექის მერცხლებსა,

მთის ნიავივით ჩქარებსა,

ცხოვრება გვირგვინს დაგვადგამს,

საწუთრო გაგვახარებსა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen