კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:14
Advertisement

 

 

 

სიყვარულს ნურვინ იჩემებს,

ნურც ვინ ხმამაღლა ყვირისა,

გემო არავინ არ იცის

იმის წვერის და ძირისა.


ის არის ძალა ულევი,

უმაგრესია რკინისა,

სულელის გონზე მამყვანი,

ამრევი ბრძენის ტვინისა.


ლხინისა ჭირად მამქცევი,

ლხინზე შამცვლელი ჭირისა,

უკვდავი, უბერებელი,

წინამორბედი ჩვილისა.


ბოძია შაურყეველი

შვილების, შვილთა შვილისა.

თუ ვინმე ცნობასა ჩემობს,

წამება არის ცილისა.


იმასთან ბრძოლას, მე ვფიქრობ,

მტვრევა სჯობია ტინისა,

იკვლიო, დღენი არ გეყოს,

დრო აღარ დაგრჩეს ძილისა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen