კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:08
Advertisement

 

 

 

როცა ხალხმრავალ დარბაზებში იფეთქებს ტაში

და ემსგავსება ხელების ტყე გრიგალში ნარხევს,

ჩემი ხელები მე მიწყვია კალთაში მაშინ,

ვით ორი ტოტი, ამ ხმაურს რომ სიჩუმით არღვევს.


მე - ტაშს არ ვუკრავ! მაგრამ ნუვინ იფიქრებს წამით,

აღფრთოვანება, მოწონება ჩემში ფრთას არ შლის,

თავმდამბლობისთვის მხოლოდ პატივს მივაგებ ამით

მას, ვისაც უნდა აწითლებდეს გრიალი ტაშის.


პოპულარობის დაავადდა ბევრი დღეს სენით,

რაც თავისუფალ მოქმედებას კაცისას ზღუდავს;

ტაში კი უფრო წასულ კაცის ხსენებას შვენის,

ვისაც სიცოცხლეც და სიკვდილიც ქვეყნისთვის სურდა.


შექების გარდა, ტაში ხშირად პროტესტსაც ნიშნავს,

ხან დაცინვასაც გამოხატავს, უფრო კი - ლაქუცს, -

ამ დროს მე სხვაგვარ სტრიქონს ვფერავ - წვეტიან ისარს,

რომ მართალ სიტყვას ვათქმევინო, ამ ტაშით რაც ქუხს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen