კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 19:06
Advertisement

 

 

 

ეს ცხოვრება დღემდე ისე გამივლია

გულს ღალატი არასოდეს გამივლია,

საფიცარი მქონდა მხოლოდ ერთი

ძმობისა და სიყვარულის ღმერთი.


ეს ცხოვრება დღემდე ისე გავიარე

არ ვუჩივი გულის არც ერთ ნაიარევს,

ვერ მჯობნიდა კაეშანი, დარდი,

გვერდით მყავდა მეგობარი ნაღდი.


გული გვქონდეს უღალატო ერთიანი

გაგვითენდეს დღე ნათელი, დღე მზიანი,

ვერაფერი მოგვერევა ქვეყნად

თუ ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.


თქვენი დარდი, ჩემი სევდა-ტკივილია,

თქვენი ლხინი სიმღერა და ღიმილია,

მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე, 

ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე!


შენს მზეს ვლოცავ, მეგობარო, შენ მზეს ვლოცავ!

შენს კაცობას, ბოლომდე რომ მიერთგულე,

ცოცხლებს ალალ სინდის-ნამუსს დაგილოცავთ,

ვინც წავიდა ვენაცვალე იმათ სულებს.


მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე,

ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე!

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen